Робота для біженців з України
ქუთაისის წარმომადგენლობის ტექნიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქუთაისის წარმომადგენლობის ტექნიკოსი
მომწოდებელი: PayBox
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

პოზიციის მიზანია, სწრაფი გადახდის ტერმინალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.

რას გააკეთებ:

უზრუნველყოფ ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვას მათი შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.

სასურველია გქონდეს:

კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

** უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელზე ასაღებ ყოველთვიურ ანაზღაურებას 1050 ლარის ოდენობით და 500 ლარამდე ბონუსს;
** კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობის შესწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას;
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და

აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე