დასახელება:
ტენდერი ვიდეო რილსის გადასაღებად
|
მომწოდებელი:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებს ტენდერს ვიდეო რილსის გადასაღებად.
პროექტის დეტალები:
** ვიდეოების ხანგრძლივობა: 1-2 წუთი.
** ვიდეო რილსების რაოდენობა: 6 ცალი.
** დაგეგმილი გადაღების პერიოდულობა: თითოეული ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი და თემატიკა ეცნობება შერჩეულ კანდიდატს/კომპანიას მინიმუმ 2 კვირით ადრე.
** ვიდეოები უნდა იყოს მინიმალისტური და პროფესიონალური გრაფიკული გაფორმებით.
* მესიჯი გადმოცემული უნდა იყოს მოკლედ და ეფექტურად, შესაბამისი ვიზუალური ელემენტების საშუალებით.
** ყველა ვიდეოს უნდა ახლდეს მაღალი ხარისხის ინგლისური სუბტიტრები, ტექსტის სტილსა და შინაარსთან შესაბამისი დიზაინით.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მოკლე ვიდეო რილსებზე მუშაობის გამოცდილება.
** მაღალი ხარისხის ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის უნარი.
** გრაფიკული გაფორმებასა და სუბტიტრებზე მუშაობის გამოცდილება.
** დროულად მუშაობის და შეთანხმებული გრაფიკის დაცვის უნარი.
** შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
** ფასთა შემოთავაზება (6 ვიდეოს საერთო და თითოეულის ცალკე ღირებულება).
** ნამუშევრების პორტფოლიო.
** სამუშაოს შესრულების გრაფიკი.
** საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
გამოვეხმაურებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 29 ნოემბერი, 18:00 საათი.
განაცხადის გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: GYLA@GYLA.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: pr@gyla.ge
|
|
|
|