დასახელება:
პრესელერი
|
მომწოდებელი:
ოლიმპი
|
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიებს პრესელერის პოზიციაზე ქუთაისში.
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი ავტომობილი
** საგარანტიო ქონება- უძრავი ქონება
პირობები:
** ანაზღაურება: 2400-3000+ ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ტექნიკური უნარები:
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.
მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
** შეკვეთის გაფორმება.
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: olimpi1995@gmail.com და გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: M - 555-40-90-25
|
|
|
|