Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=599008&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების თანამშრომელი - გლდანი, ნახალოვკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების მონიტორინგი;
** მომხმარებლებლის მხრიდან ინციდენტის შემთხვევაში სიტუაციის განეიტრალება;
** მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში რიგის მართვა და სწორი გადამისამართება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან;
** გასაუბრების მეორე ეტაპი დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში;

ჩვენ ვითხოვთ:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;

სამუშაო ადგილი: თბილისი - გლდანი-ნახალოვკა;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; სრული მცოცავი გრაფიკი;
საწყისი ანაზღაურება: 1200-1400 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@madart.ge.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია