დასახელება:
რეცეფციონისტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში მონდომებულ, პოზიტიურ და ენერგიულ რეცეფციონისტს ვეძებთ.
რეცეფციონისტის ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.);
** საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი;
** შემოსული კორესპონდენციის ადმინისტრირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
** შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება;
** სტუმრების დახვედრა და გადამისამართება და საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება;
** ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო ადგილი: ფილარმონიის სერვის - ცენტრი.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|