Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=596174&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების შერჩევა, უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
** ასორტიმენტის დამუშავება, გაფართოება;
** კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების ანალიზი;
** პროდუქტის პრომოუშენის დაგეგმვა მარკეტინგის სამსახურთან ერთად;
** გამოცემის ქსელში გასვლის შემდგომი რეალიზაციის ზედამხედველობა/მონიტორინგი გავრცელების არხების ჭრილში და ნაშთების კონტროლი გაყიდვების სამსახურთან ერთად;
** პროდუქციის შეკვეთების მომზადება;
** ბაზრის ანალიზი;
** კომპანიის მომხმარებელთან დაკავშირებული ანალიტიკა;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მინიმუმ 2 წელი, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel)
** სასურველია საბავშვო ტანსაცმლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ჰქონდეს 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (კატეგორიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია