დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელის მასშტაბით, კლინიკების სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარით/მასალებით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფა და შესყიდვის პროცესის მუდმივი ანალიზი;
** საწყობში საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის/მასალების მარაგის არსებობის უზრუნველყოფა;
** ქსელის მასშტაბით, სხვადასხვა დაინტერესებულ/უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებულად მუშაობა და დაფიქსირებული საჭიროებების შესყიდვა;
** შესყიდვის ვადების დაცვა, კომპანიაში არსებული პოლიტიკის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ალტერნატიული გზების მოძიება;
** ბაზრის მოკვლევის საფუძველზე, შესასყიდი პროდუქტის მომწოდებელი ალტერნატიული კომპანიების მოძიება და ოპტიმალური შეთავაზების შერჩევა;
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების წარმოება და მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
** მომწოდებლებთან გადახდის პირობებისა და პროდუქციის მოწოდების ვადების კონტროლი;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა და ხელშეკრულებების დროული განახლება;
** შესყიდვების პროცესის მუდმივი მონიტორინგი, კლინიკების მხრიდან მომწოდებლების მიმართ დაფიქსირებული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა. მათ შორის, დროულად მიწოდება, წუნდებული პროდუქციის ჩანაცვლება/დაბრუნება და სხვა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და შემდგომი ფინანსური ანგარიშსწორების მიზნით შესყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტისთვის გაზიარება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი გადახედვა და განახლება; ახალი მომწოდებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მხარდაჭერის სპეციალისტისთვის;
** ბაზრის კვლევის ჩატარება, შესასყიდი და შესყიდული პროდუქციის ხარისხისა და ფასების ანალიზის მიზნით;
** შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის შეფასება და გარკვეული პერიოდულობით რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
** სასურველია სასერტიფიკატო განათლება შესყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, MS Word;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/shesyidvebis-specialisti/720
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|