Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=592638&print=yes&view=jobs
 
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) ანაზღაურება: 1875 ლარი (თვიური) + გამომუშავებული ბონუსი (კვარტალური)

პასუხისმგებლობები:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა;
** სხვადასხვა სახის კორპორაციული დაზღვევის პროდუქტების შეთავაზებების დამუშავება და კლიენტის საჭიროებებთან მაქსიმალური დაახლოება;
** კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და სადაზღვევო კონტრაქტების გაფორმების უზრუნველყოფა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან/და სადაზღვევო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით (მათ შორის საცალო მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);
** Microsoft Office-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: igureshidze@gpih.ge
 და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ქალაქი (კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია