Робота для біженців з України
მორიგე ექთანი გადაუდებელი დეპარტამენტის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ექთანი გადაუდებელი დეპარტამენტის განყოფილებაში
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

ს.ს " გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი დეპარტამენტის განყოფილებაში მორიგე ექთნის პოზიციაზე

მის: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ-იან მორიგეობა
ანაზღაურება: 125 ლარი ხელზე ასაღები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
** ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების ** სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " მორიგე ექთანი"

სს " გერმანული ჰოსპიტალი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე