Робота для біженців з України
მონაცემთა ანალიტიკოსი/ მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი/ მკვლევარი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მონაცემთა ანალიტიკოსი/ მკვლევარის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

მონაცემების შეგროვება და დამუშავება:

** მონაცემთა წყაროების იდენტიფიცირება და საჭირო მონაცემების შეგროვება.
** მონაცემების დამუშავება და ორგანიზება, სტრუქტურირებული ან/და არასტრუქტურირებული მონაცემების ანალიზისთვის.
ინტერვიუების ჩატარება:
** კვლევის მიზნებისთვის საჭირო რესპონდენტების იდენტიფიცირება და ინტერვიუების ჩატარება.
** რესპონდენტებთან კომუნიკაცია, მონაცემების შეგროვების მიზნით.
მონაცემთა ანალიზი:
** სხვადასხვა ანალიტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზისთვის.
** სტატისტიკური მოდელების შექმნა და მონაცემთა ტენდენციების იდენტიფიცირება.

ანგარიშების მომზადება:

** კვლევის შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება.
** შედეგების პრეზენტაცია გუნდის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: წინანდლის ქ. N9-11 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)

კლინიკა ენმედიცი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებას!

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე