საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
კომპანია "Premix"-ი ახორციელებს ევროპული და იაპონური წარმოების ავტონაწილების, საპოხი მასალებისა და ავტოქიმიის იმპორტს, საცალო და საბითუმო ვაჭრობას. ჩვენი მიზანია ვიყოთ მომხმარებელზე მორგებული, შევთავაზოთ მას კვალიფიციური პერსონალის მომსახურება, უმაღლესი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილები და ზეთები, თითოეულ მომხმარებელთან დავამყაროთ გრძელვადიანი ურთიერთობა.

"Premix"-ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რ. აგლაძის #39
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

მოვალეობები:

** საქონლის მიღება საწყობში, დალაგება, შენახვა და გაცემა;
** საქონლის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება;
** მისაღები საქონლის შედარება თანმხლებ დოკუმენტაციასთან;
** საქონლის გადაადგილება საწყობში დაუზიანებლად;
** საქონლის დალაგება საწყობში;
** შეკვეთის მიხედვით საქონლის დაკომპლექტება და შეფუთვა;
** დეფექტური საქონლის აღრიცხვა;
** მონაწილეობის მიღება ინვენტარიზაციაში;
** საწყობში განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა;
** საწყობთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მოტივირებულობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ განვითარების შესაძლებლობას. თანამშრომლებს, რომლებიც გამოირჩევიან სიბეჯითით და გონიერებით, ექნებათ დაწინაურებისა და ხელფასის ზრდის პერსპექტივა. ჩვენთან თქვენი ანაზღაურება დამოკიდებულია თქვენს მონდომებაზე და შესაძლებლობებზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@premix.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე