წარმოების ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: ბაბუს პური
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებითაც დაკომპლექტდება ჩვენი მეგობრული, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

"ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენთან ერთად!

კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო (სამუშაო დრო ცვლებში, 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა)
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** საწყისი ანაზღაურება 900 ლარი (ზრდის პერსპექტივა);
** სხვადასხვა ბენეფიტს;

იმისთვის, რომ დასაქმდე ჩვენთან:

** წარმოებაში აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ცომის ზელისა და ცხობის ტექნოლოგიების ცოდნა, პრაქტიკულად მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია გუნდურობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირება;

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კონტროლი;
** საწარმოო პროცესის სწორად მენეჯმენტი;
** საწარმოო პროცესში ჩართულობა, რთული, არასტანდარტული სიტუაციების მართვა;
** მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა საჭირო ნედლეულის სწორ და მიზანმიმართულ გამოყენებაზე და შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფაზე;
** ყოველი ცვლის ბოლოს რეპორტინგი წარმოების მენეჯერთან;
** თვის რეპორტის მომზადება თანამშრომლების მუშაობის შესახებ;
** ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგიის ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ;

ჩვენი მისამართია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის 32.

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@bsbg.com.ge (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე