კომპანიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპანიის მენეჯერი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების მიხედვით;
** დაქვემდებარებული გაყიდვების აგენტთა გუნდის, ჰიპერმარკეტის პერსონალის, კომპანიში დასაქმებულ პირთა მართვა და კონტროლი.
** მუშაობის ხარისხის გაზრდა ეფექტური გადამზადების პროგრამების საშუალებით.
** პროდუქტების ან სერვისების რეალიზაციის მიზნით პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა.
** კომპანიის შინაგანაწესის ფორმულირება და პრაქტიკაში დანერგვა.
** ორგანიზაციისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობა.
** პასუხისმგებლობა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან დეტალზე.
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის მუდმივი ანალიზი, ახალი შესაძლებლობების გამოყენება ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად.
** გაყიდვების მაღალი მაჩვენებლებით წარმოდგენილი სეგმენტების იდენტიფიცირება.
** გაყიდვების რეიტინგის მაჩვენებლების გრძელვადიანი პროგნოზირება და მართვა.
** ორგანიზაციის, ოფისისა თუ დეპარტამენტის საქმიანობის რევიზია და კონტროლი.
** ორგანიზაციის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კოორდინაცია.
** ორგანიზაციის კუთვნილი რესურსების კონტროლი.
** მყიდველების, მომწოდებლების, შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირებისა და პერსონალის კოორდინაცია და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
** კომპანიაში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.
** ორგანიზატორული ნიჭი, გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
** ემოციური სტაბილურობა.
** აუცილებელია უცხო ენების (ინგლისური, თურქული, რუსული) ცოდნა.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე