გენერალური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

გენერალური დირექტორი ესაჭიროება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორნების ჯგუფს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გენერალური მენეჯმენტი. მათ შორის:
** სტრატეგიული გეგმების განხორციელებაზე ზედამხედველობა;
** კომპანიის საოპერაციო საქმიანობის მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელებაზე კონტროლი;
** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად, მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა, განხორციელების კონტროლი და შედეგების ანალიზი;
** ფინანსურ დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფინანსური აქტივობის შედეგების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა, განხორციელების კონტროლი;
** HR მენეჯერთან ერთად, საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ღონისძიებების მენეჯერების საქმიანობის კოორდინაცია;
** რესტორნების, (ფილიალების), მმართველების ხელმძღვანელობა;
** სხვა აუცილებელი ღონისძიებები, რაც კომპანიის გამართული ფუნქციონერებისთვის არის აუცილებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

ხელმძღვანელ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია, მომსახურების სფეროში.

აუცილებელი თვისებები:

** ხელმძღვანელობის გამოკვეთილად ძლიერი უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რესტორნების ჯგუფის გენერალური დირექტორი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე