ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** კომპანიის ფულადი სახსრების ბიუჯეტის მომზადება და პროგნოზი
** ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანალიზების და ანგარიშგების მომზადება
** კომპანიის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დამუშავება
** დეპარტამენტებისათვის გეგმების დასახვა და დასახული გეგმების შესრულების კონტროლი
** კომპანიის ფინანსური დირექტორის მოთხოვნების მიხედვით ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა 1C ERP-თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Excel სავალდებულოა);

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ფინანსური ანალიტიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე