ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ტრენერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის დეპარტამენტის/სამსახურის ხელმძღვანელებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად ტრეინინგის საჭიროების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის ტრენინგების (როგორც შიდა, ისე გარე რესურსით) დაგეგმვა/ორგანიზება;
** გაყიდვების (როგორც საცალო, ისე კორპორატიული) მიმართულებით თანამშრომლებისთვის რეგულარული ტრეინინგების ორგანიზება და შესაბამისი ტრეინინგ მოდულის მომზადება;
** არაგეგმური ტრეინინგების მომზადება კომპანიაში დანერგილი ახალი პროდუქტების და სერვისების დანერგვის შესაბამისად.
** ​ტრეინინგის შედეგად ათვისებული მასალის შემოწმება ტესტირების საშუალებით;
** ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით თანამშრომელთა შეფასება და რეკომენდაციის წარდგენა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორისთვის;
** ​ტრეინინგის საჭიროებიდან გამომდინარე ბაზარზე შესაბამისი ტრენერის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ​ტრენერთან/ტრეინინგის მომწოდებელ ორგანიზაციასთან ანგარიშსწორების საწარმოებლად დოკუმენტაციის წარმოება;
** ყოველთვიური/კვარტალური ანგარიშის წარდეგნა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორისთვის.
** სჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში კომპანიის წარმოამდგენლობებში ვიზიტი და აგილობრივი კადრების ტრეინინგი/ტესირება.
** ელექტრონული სწავლების პორტალის შექმნა და მისი ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული (დამამთავრებელი კურსი) უმაღლესი განათლება (სოციალურ მეცნიერებათა/ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
** აუცილებელია ტრეინინგ-ცენტრში ან პერსონალის განვითარების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ​სასურველია საფინანსო ორგანიზაციაში ტრენერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სატრეინინგო მოდულის შექმნისა და მასალებზე მუშაობის გამოცდილება;
** ტრეინინგების ორგანიზების გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული მეტყველება და ცოდნის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ტრენერი (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2019 წლის 29 აგვისტომდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე