სადაზღვევო შემთხვ. მენეჯერის მოპედით მოსიარულე ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო შემთხვ. მენეჯერის მოპედით მოსიარულე ასისტენტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერის მოპედით მოსიარულე ასისტენტის პოზიციაზე, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს დღის განმავლობაში სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევების ადგილზე გასვლას, თბილისის მასშტაბით. მენეჯერის ასისტენტი ქალაქში გადაადგილდება კომპანიის საკუთრებაში არსებული მოპედით.

სამუშაო გრაფიკი: 19:00-10:00 (ღამის ცვლა), 3 დღეში ერთხელ

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო შემთხვევების ადგილზე გასვლა;
** დაზიანებული ავტომობილების დასურათება;
** კლიენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მორიგე მენეჯერთან გადამისამართება;
** მორიგე მენეჯერების ასისტირება სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების დროს.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
** მოპედის ან/და სკუტერის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კეთილგანწყობილი და თავაზიანი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** აქტიური მოსმენის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერის მოპედით მოსიარულე ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე