საწყობის მიღება-გაცემის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მიღება-გაცემის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე თითოეული პროდუქტი წამყვან პოზიციას იკავებს და მომხმარებელში მაღალ ხარისხთან და ქართულ წარმოებასთან არის ასოცირებული.

ჰოლდინგის განვითარების ისტორიის საწყისებიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივად ადამიანებს და თანამშრომელთა გუნდს განვიხილავთ - რომელთა ძალისხმევა, პროფესიონალიზმი და ერთგულება - ქმნის ჩვენს წარმატებას!

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში, ქარხნის საწყობის მიღება-გაცემის სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღების, აღრიცხვის და დასაწყობების პროცესის კოორდინირება:
** პროდუქციის გაცემის პროცესის კოორდინირება:
** საწყობში ფიზიკურად არსებული საქონლის კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** ყოველდღიური სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის/ფასეულობის გამართულობისა და მოვლის კონტროლი;
** ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და ადმინისტრირება:
** უშუალო უფროსის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული საშუალო განათლება (სავალდებულო)
** უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები (MS Office)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** დიდი მოცულობის სამუშაოს ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** საბაზო არითმეტიკული უნარი
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** დისციპლინირებული

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო 2019 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@healthywater.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე