საწყობის მიღება-გაცემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მიღება-გაცემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე თითოეული პროდუქტი წამყვან პოზიციას იკავებს და მომხმარებელში მაღალ ხარისხთან და ქართულ წარმოებასთან არის ასოცირებული.

ჰოლდინგის განვითარების ისტორიის საწყისებიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივად ადამიანებს და თანამშრომელთა გუნდს განვიხილავთ - რომელთა ძალისხმევა, პროფესიონალიზმი და ერთგულება - ქმნის ჩვენს წარმატებას!

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში, ქარხნის საწყობის მიღება-გაცემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების ERP სისტემაში რეგისტრაცია და პროგრამული ოპერაციების მონიტორინგი
** არსებული დოკუმენტაციის შენახვა და არქივაცია
** სხვადასხვა რეგულარული რეპორტების მომზადება;
** პროდუქციის მიღების, დასაწყობების და გაცემის პროცესის კოორდინირებაში სუპერვაიზერისთვის თანაშემწეობის გაწევა;
** ყოველდღიური სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
** მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის/ფასეულობის გამართულობისა და მოვლის კონტროლი;
** ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** ​საწყობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** უშუალო უფროსის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული საშუალო განათლება (სავალდებულო)
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები (MS Office)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** საქმის ორგანიზების უნარი
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** საბაზო არითმეტიკული უნარი
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** დისციპლინირებული

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო, 2019 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@healthywater.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე