წარმოების ხელმძღვანელის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე თითოეული პროდუქტი წამყვან პოზიციას იკავებს და მომხმარებელში მაღალ ხარისხთან და ქართულ წარმოებასთან არის ასოცირებული.

ჰოლდინგის განვითარების ისტორიის საწყისებიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივად ადამიანებს და თანამშრომელთა გუნდს განვიხილავთ - რომელთა ძალისხმევა, პროფესიონალიზმი და ერთგულება - ქმნის ჩვენს წარმატებას!

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში, წარმოების ხელმძღვანელის ასისტენტის თანამდებობაზე.

ვაკანსია განკუთვნილი მათთვის, ვისაც სურს წამყვან მწარმოებელ კომპანიაში გამოცდილების მიღება და მუშაობა.

თუ:

** ხარ მოტივირებული, ენერგიული, მიზანდასახული, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი
** ხარ ახალი გამოცდილებისადმი ღია და მარტივად ახერხებ ახალი ცოდნის მიღებას
** კარგად გამოგდის დაგეგმვა და საქმის ორგანიზება
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრა შენი ძლიერი მხარეა
** გაქვს კომუნიკაციის ძლიერი უნარი
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია იმუშაო დაძაბულ რეჟიმში

და გაინტერესებს:

** ოპერაციებისა და გუნდის მართვა
** წარმოება და მასთან დაკავშირებული საქმიანობები
** საწარმოო პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
** საწარმოო ხაზებისა და დანადგარების ინჟინერიის საფუძვლები

მაშინ ჩვენი ვაკანსია შენთვისაა! და რაც მნიშვნელოვანია - გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოგეცემა შესაძლებლობა სრულად უხელმძღვანელო წარმოების პროცესს.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 01 სექტემბერი, 2019 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@healthywater.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე