ბუღალტერ-აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-აღმრიცხველი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-აღმრიცხველის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და მიმზიდველ ხელფასს - 600 ლარი (net).

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (სამუშაო გრაფიკი: 5/2, შაბათი-კვირა დასვენება).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გაგარინის 24.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური/ბუღალტრული მიმართულებით);
** სავალდებულოა Excel-ის კარგად ცოდნა;
** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის ბაზისურ დონეზე ცოდნა;
** სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერთიფიცირებული კურსი;
** სასურველია ნებისმიერ ბუღალტრულ ან საოპერაციო აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 6 თვისა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართულად და რუსულად კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@vvcapital.ge და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერ-აღმრიცხველი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე