ადვოკატთა საკვალიფიკაციო მოსამზადებელი კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატთა საკვალიფიკაციო მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო!

2019 წლის საშემოდგომო ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო 2 აგვისტოდან და გაგრძელდება 10 სექტემბრამდე.

კურსზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი განაცხადის სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.

მოსამზადებელ კურსზე დარეგისტრირების მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

** საქართველოს მოქალაქოს პირადობის მოწმობის ასლი;
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი/ცნობა);
** ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
** კურსის საფასურის გადახდის ქვითარი (GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22)

სარეგისტრაციო ფორმა და საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

რეგისტრაციის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ზემოხსენებულ ჩამონათვალთან შესაბამისობას და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე.

მოსამზადებელი კურსის მონაწილეებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები და სალექციო კურსის ჩატარების ადგილი დამატებით ეცნობებათ სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციის მიერ.

დამატებით გაცნობებთ, მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია არ იწვევს ავტომატურად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე