Motion დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Motion დიზაინერი
მომწოდებელი: Sarke Studio
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"Sarke Studio" და "WeScan Georgia", აცხადებს ვაკანსიას Motion დიზაინერის პოზიციაზე, სრული განაკვეთით.

სამუშაოს აღწერა:

ჩვენ ვეძებთ Motion დიზაინერს, რომელიც სხვა ანიმატორებისა და დიზაინერების ჯგუფთან ერთად იმუშავებს მულტიმედია სამუზეუმო პროექტის შექმნაზე. კერძოდ, ქართული ცნობილი მხატვრების ნახატების ანიმირება და კომპოზიციების შექმნა.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს კრეატიული ხედვისა და ანიმაციის უნარების სინთეზი, რისი საშუალებითაც შეძლებს რომ გააცოცხლოს კლასიკური ქართული მხატვრობა და გადმოთარგმნოს ის თანამედროვე მედიუმში. აგრეთვე კონტენტის კეთებისას მას უნდა ჰქონდეს სივრცითი აღქმის უნარი, რადგანაც ანიმაციების უმეტესობა იქნება დანათებული და "დამეპილი" არასტანდარტულ ზედაპირებზე და შენობებზე, საპროექციო ტექნოლოგიების მეშვეობით.

ძირითადი ფუნქციები:

** კონტენტის არტ დირექტორთან და შემქმნელებთან ერთად კონცეპტინგი და ბრეინშტორმინგი;
** ორიგინალური კონცეფციებისა და ანიმირებული კომპოზიციების მოფიქრება;
** მაღალ ხარისხიანი 2D ანიმაციების შექმნა არსებული ნახატების მეშვეობით, ანიმაციების სტილი და შესრულება უნდა ჯდებოდეს ერთი ვიზუალური კონცეფციის ფარგლებში;
** შესრულებული პროდუქტის შეცვლის და მასზე სწრაფი ინტერაქციული ცვლილებების გაკეთების უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** After Effects, Photoshop, Illustrator ან მათი ალტერნატივების გამოყენების გამოცდილება;
** სასურველია გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბაზისო გამოცდილება 3D modeling/ 3D motion/rendering აპლიკაციებთან, მაგალითად Cinma 4D

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: 1500 ₾-დან + Motion დიზაინერის გამოცდილებისა და უნარების მიხედვით;
** კომფორტული საოფისე სივრცე, კარგი მონაცემების კომპიუტერითა და ტექნიკით, "ქართული ფილმის" კომპლექსის ტერიტორიაზე, დიღომში.
** ყოველდღიური კვება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@sarke.ge

საუკეთესო კანდიდატებს შევხდებით გასაუბრებაზე.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 6 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე