ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: htpp://www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ფინანსისტის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-17:00სთ; შაბათი: 09:00 სთ - 15:00სთ; თვეში ორი შაბათი დასვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების შემოწმება, აღრიცხვა და კონტროლი
** სხვადასხვა სახის ოპერაციების გატარებება სააღრიცხვო პროგრამაში
** პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით (როგორც წერილობითი ასევე ზეპირი)
** კონკრეტული საბანკო ოპერაციების წარმოება
** სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადება ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციებისთვის
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით)
** Microsoft Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი

დამატებითი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე