ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს სათბურის კორპორაცია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სს "საქართველოს სათბურის კორპორაცია" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სასათბურე მეურნეობის განვითარების პროექტის მმართველი კომპანიაა, რომელიც ქ. გარდაბანში ახორციელებს ბოსტნეული კულტურების წარმოებას 11 ჰა ფართობზე მოწყობილ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სათბურში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ https://www.facebook.com/jscggc.

სს "საქართველოს სათბურის კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სექტორი: სოფლის მეურნეობა
ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში დანერგილი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების სისტემისა და პოლიტიკის მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** დადგენილი პროცედურების განხორციელება და კონტროლი, შეუსაბამობების ანალიზსა და პრევენციული ზომების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის მექანიზმების და სისტემების დანერგვა/განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების წინასწარ გამოვლენა და პრევენცია;
** ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასებაში მონაწილეობის მიღება კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით და რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
** საფრთხეების და სპეციფიკური რისკების იდენტიფიცირება;
** საფრთხეების, რისკების და ინციდენტების სისტემატიური ანალიზი, მათი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა შემთხვევებისთვის საგანგებო კრიზისული გეგმის შემუშავება;
** უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმოო ტრავმების აღრიცხვა, რეპორტირება, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარება;
** პერსონალისთვის ინსტრუქციების შედგენაში მონაწილეობის მიღება, პირველადი და მიმდინარე ინსტრუქტაჟების ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების ჩატარება;
** შიდა აუდიტის პერიოდულ ჩატარებაში მონაწილეობა;
** პერსონალის უსაფრთხოებისთვის პერსონალური დაცვის საშუალებების (PPE) არსებობის უზრუნველყოფა;
** საევაკუაციო გეგმების და თვალსაჩინოებების/პიქტოგრამების (გამაფრთხილებელი ნიშნების) არსებობის უზრუნველყოფა;
** ​ცეცხლმაქრებისა და სამედიცინო ყუთების არსებობის უზრუნველყოფა და მათი პერიოდული შემოწმებები;
** ელექტროდანადგარებისა და ხელსაწყოების გამართულობის, სიმაღლეზე მუშაობის დროს შესაბამისი აღჭურვილობების ვარგისიანობის და მათი სწორი მოხმარების შემოწმება;
** საწარმოს ტერიტორიაზე ჰიგიენური პირობების შემოწმება-კონტროლი;
** პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკურ დარგში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სერტიფიკატი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციით
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** წერილობითი ანგარიშგების (რეპორტინგი) გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@ggcorp.ge 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე