შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი
მომწოდებელი: OSHE Georgia
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე.

პროგრამა შემუშავებულია "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მოთხოვნებისა და საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად. პროგრამა არის ორთვიანი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევ პრაქტიკულ კომპონენტებს, სულ - 130 საათს. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

პროგრამის მიზანი - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება და საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებს და მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. მსმენელი ასევე მიიღებს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატებს.

ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ექსპერტები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, რატი ცქიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ვალერიან ორბელაძე, რატი დოლიძე, ამირან შევარდნაძე, ალექსი ჭიჭინაძე.

პროგრამის თემატიკა:

** შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
** ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით
** სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
** პროფესიული დაავადებები- პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა, კონტროლი
** სახანძრო უსაფრთხოება
** ელექტრო უსაფრთხოება
** სიმაღლეზე მუშაობა
** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
** შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები
** ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
** პირველადი სამედიცინო დახმარება
** დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოება
** ამწის და ამწე მექანიზმის უსაფრთხოება
** გარემოს დაცვა
** სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოება
** ჩანგლიანი დამტვირთველის მუშაობის უსაფრთხოება

ტრენინგის დასაწყისი: 29 აგვისტო
ჩატარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი (18:00 სთ.)
კურსის ხანგრძლივობა - 9 კვირა.
ტრენინგის ღირებულება 1350 ლარი.

ფასდაკლება:

** ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
** ასოციაციის პროგრამაში "ისწავლე და დასაქმდი" ჩართული პირები იხდიან სწავლის საფასურის ნახევარს (675 ლარს), ხოლო მე-2 ნახევარს იხდიან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში. პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენასა და ზოგად უნარებში პროგრამაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს http://oshe.ge/page/8

სასწავლო კურსზე დამატებითი პროგრამების გარეშე რეგისტრაციისათვის და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://oshe.ge/trainings/30

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail: oshegeorgia@gmail.com
ტელეფონი: 599 180020
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე