გაყიდვების სპეციალისტი - ჩინურენოვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი - ჩინურენოვანი
მომწოდებელი: კახური ღვინის მარანი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"კახური ღვინის მარანი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

პიროვნული თვისებები:

1. პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.
2. გახსნილი, აქტიური, კეთილგანწყობილი, გაწონასწორებული.
3. გამართული მეტყველება და წერითი უნარები.
4. სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
5. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარები.

მოთხოვნები:

1. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
2. ჩინური ენის სრულყოფილი ცოდნა. (პრიორიტეტულია ინგლისური და რუსული ენების ცოდნაც).
3. უმაღლესი განათლება (ტექნიკური), სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.
4. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
5. ზოგად იურიდიულ საკითხებში გარკვევა
6. სასურველია მართვის მოწმობა.
7. ინტელექტუალური და კულტურული უნარ-ჩვევები.

ვალდებულებები:

1. ღვინის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი.
2. კლიენტების მოზიდვა და მათთან ურთიერთობის რეგულაცია.
3. ხელშეკრულებების გაფორმება.
4. კომპანიის ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური მონიტორინგი.
5. ყოველდღიური, ყოველკვირეული, მოკლე და გრძელვადიანი მიმართულებების დაგეგმვა კომპანიაში პროდუქციის გაყიდვების გაზრდის და კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიზნით.
6. ღვინის ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით.
7. ექსპორტის და ადგილობრივი გაყიდვების მონიტორინგი, რაც ასევე გულისხმობს აქციზური მარკების მონიტორინგს, გაყიდული პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას და კონტროლს.
8. კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
9. გაყიდვების შემდგომი კომუნიკაციები და შეფასება.
10. პერიოდული ანგარიშგების შედგენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, დაწესებული ვადების მიხედვით.

გთხოვთ, რეზიუმე მოგვაწოდოთ 25 აგვისტომდე, მისამართზე: info@kgm.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე