1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

1. ღამის ცვლის ოპერატორი:

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო ყოველ მეორე ღამეს - საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე
ანაზღაურება: 720 ლარი (ხელზე ასაღები)

2. შემცვლელი ოპერატორი

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 08:30-დან 17:00-მდე (შაბათ-კვირას დასვენება), ასევე შვებულების დროს შეცვლის სხვა ოპერატორებს და იმუშავებს მათი სამუშაო გრაფიკით
ანაზღაურება: 600 ლარი

მოვალეობები:

** რეალიზაციის (უკან დაბრუნებების, შეკვეთების) დოკუმენტების გამოწერა და კონტროლი;
** საგადასახადო ა/ფ გამოწერა და კონტროლი;
** დებიტორებთან შედარების წარმოება და კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გეგმიური აღწერების წარმოება და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური, ფინანსები);
** ბუღალტრის ასისტენტად ან ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** 1C პროგრამის ცოდნა (აუცილებელი);
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 25 აგვისტომდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "1C ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე