რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: 4 Service Group
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"4 სერვისი" ეძებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების დეპარტამენტის უფროსს.

ჩვენი მისია არის - მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება!

18 წელზე მეტია ჩვენი კომპანია ატარებს მარკეტინგულ კვლევებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენი კლიენტები არიან - საერთაშორისო და ადგილობრივი წამყვანი კომპანიები.

პოზიციის მიზნები:

** მარკეტინგული კვლევის მიმართულებისა და სტრატეგიის შემუშავება "4 სერვისის" ჯგუფში
** პროექტის დიზაინის შექმნა კლიენტის საჭიროებების შესაბამისად
** გაყიდების მენეჯერთან ერთად კლიენტების ინფორმირება მარკეტინგის კვლევის სფეროში "4 სერვისის" შესაძლებლობების შესახებ
** პოტენციური პროექტების დიზაინის შექმნა
** ანალიტიკური ანგარიშების ახალი მიდგომების, ინოვაციების და ინდექსების შემუშავება

ძირითადი მოვალეობები:

** საქართელოს ბაზარზე, სპეციალურ ბიზნესებსა და სფეროებში პოპულარობის გათვალისწინებით პროდუქტის ანალიზი
** გაყიდვების განყოფილებისთვის გაყიდვების გეგმის შექმნა
** გაყიდვების მენეჯერთან ერთად შეხვედრებზე დასწრება მარკეტინგული კვლევის, შესაძლებლობების წარმოდგენის შესახებ
** ადგილობრივი გუნდის ტრენინგი
** შეთავაზების შემუშავება
** პროექტის ხედვის პრეზენტაციის მომზადება
** პროექტის საველე სამუშაოების კონტროლი და მონაცემთა კორექტირება
** ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
** შედეგების და რეკომენდაციების წარდგენა

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება კვლევებში მინიმუმ 4 წლიანი (რაოდენობრივი, თვისობრივი)
** 2 წლიანი გამაცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** რეალიზებული პროექტები სხვა და სხვა სფეროში
** პროექტის სრული რეალიზაციის გამოცდილება: დაწყებული ბიუჯეტიდან და ნიმუშის ზომის გამოთვლებით, ანალიტიკური ანგარიშის მომზადებამდე და პრეზენტაციამდე

ხელფასი შეთანხმებით: 2000-4000 ლარი ხელზე.

რეზიუმე გთხოვთ, გამოგზავნოთ მისამართზე: g.tsintsadze@4service-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე