ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ვაზი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სასტუმრო "ვაზი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია
** ლოგიკური აზროვნება, დროის ეფექტურად მართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; კომუნიკაბელური და დეტალებისადმი ყურადღებიანი.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრების რეგისტრაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 24 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე). სამუშაო განრიგი: ყოველი მესამე დღე.
ანაზღაურება განიხილება გასაუბრების დროს.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotelvazi@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. Tel : +995 579 782277

გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე