პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: დი სი ეი საქართველო
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია ″დი სი ეი საქართველო″ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერის პოზიციაზე სამეგრელოს რეგიონში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ზუგდიდი, ხობი, სენაკი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა;
** მოვალეებთან ვიზიტი, მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური);
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით რუსული ენის მცოდნე პირებს);
** კანდიდატს სავალდებულოდ უნდა ჰყავდეს მსუბუქი ავტომობილი, შესაბამისი მართვის უფლეით;
** პრიორიტეტულია სამართალდამცავ, საგადასახადო, სააღსრულებო, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საბანკო სექტორში, და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** 25-60 წლის ასაკის მამაკაცი;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** გაწონასწორებულობა;
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: dcageorgia.vacancy@gmail.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 აგვისტო. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და რაიონი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე