სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი"

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ანაზღაურებად, 3 თვიან სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგული აქტივობებისთვის პროდუქტების იდენტიფიცირება
** კატეგორიებთან ერთად არსებული ბაზრის კვლევა
** სააქციო პროდუქტებისთვის საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა
** კატეგორიის წარმომადგენლებთან ერთად თითოეული საკომუნიკაციო არხისთვის მესიჯების, ტექსტის ფორმირება, ასევე სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის საჭირო ქმედების დაგეგმვა/განხორციელება
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო ფოტოგადაღების და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა
** კატეგორიის წარმომადგენლებთან ერთად სააქციო პროდუქციის განთავსების მონიტორინგი ჰიპერმარკეტში
** ყველა საჭირო რგოლის ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
** კატეგორიის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე აქტივობების ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის მიმართულებით
** სასურველია გამოცდილება მარკეტინგში
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კრეატიული
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 28 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე