საინვესტიციო ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინვესტიციო ოფიცერი
მომწოდებელი: ქისთოუნ ინვესთმენთს
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"ქისთოუნ ინვესთმენთს" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო ოფიცრის ვაკანსიაზე.

"ქისთოუნ ინვესთმენთს" არის კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინვესტირებას ახდენს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორში მოქმედ საშუალო და მსხვილ კომპანიებში. ფონდი დაფუძნდა 2016 წელს და ამ პერიოდის განმავლობაში აქვს მრავალი პროექტი განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის წარმოება, სამშენებლო და საცალო ბიზნესი. გარდა ფინანსური პარტნიორობისა, "ქისთოუნ ინვესთმენთი" თავის შვილობილ კომპანიებს უწევს ბიზნეს მხარდაჭერას და აძლევს წვდომას საერთაშორისო ბაზარზე, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას გაზარდონ საკუთარი ბიზნეს შესაძლებლობები.

პოზიციის შესახებ: აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფონდის მიმდინარე და სამომავლო მსხვილი პროექტების ფინანსური შეფასება (Valuation), ბიზნეს ქეისების მომზადება და დირექტორატისთვის წარდგენა;
** სხვადასხვა სექტორების კვლევა და მოძიებული ინფორმაციის დამუშავება;
** ფონდის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დამუშავება, რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მენეჯერული აღრიცხვისა და კორპორატიული ფინანსების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა).

კომპეტენციები:

** ფინანსური მოდელირება;
** კვლევითი უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარდგენის უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 სექტემბერი, 2019 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@keystone.ge, ხოლო სათაურის ველში მიუთითოთ "საინვესტიციო ოფიცერი".

კომპანია "ქისთოუნ ინვესთმენთს" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "ქისთოუნ ინვესთმენთს"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე