ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge) აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება დიდ კომპანიებში; მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული/მარაგების აღრიცხვის პროგრამის Fina-ს მაღალ დონეზე ცოდნა არის აუცილებელი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა არის აუცილებელი;
** სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციები (ფულის მიღება/გაცემა);
** სააღრიცხვო პროგრამებში ყოველდღიური ოპერაციების შესრულება;
** პროგრამა Fina-ს ადმინისტრირება;
** სალაროს ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა/კონტროლში მონაწილეობა;
** კომპანიისთვის საჭირო მონაცემების დამუშავება, სტატისტიკა.

პირობები:

** ანაზღაურება: 1300 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის #86
ვებ-გვერდი: www.bellemaison.ge
Facebook: https://www.facebook.com/pages/Belle-Maison/280969238724764?ref=hl

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

სავალდებულოა: რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი".

გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება შედგება რამოდენიმე ეტაპად.
გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, არ ექვემდებარება განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე