საწყობის უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით:

** შესყიდული პროდუქციის მიღება და პროდუქციის მითვლის პროცესის მეთვალყურეობა:
** პროდუქციის შესაბამისი სტანდარტების დაცვით დასაწყობების უზრუნველყოფა;
** შემოსული დაკვეთების მიხედვით დისტრიბუციისათვის შეკვეთების აწყობის პროცესისა და დისტრიბუციისათვის პროდუქციის სწორად მითვლის კონტროლი;

2. სასაწყობე მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით საწყობის უფროსის დროული ინფორმირება;
3. სამუშაო პროცესში საწყობის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
4. აღწერების პროცესში უშუალო ჩართულობა;
5. საწყობის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
6. საწყობში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: warehousestaff2019@gmail.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე