ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** დიდ კომპანიებში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრული პროგრამების (Oris-ის, Fina-ს) საუკეთესოდ ფლობა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) კარგად ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** მოქნილი, ახალ გარემოებებთან ადვილად შეგუებისა და სწრაფი შესწავლის უნარი;
** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააღრიცხვო და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერ პროცესში ჩართულობა;
** სააღრიცხვო პროგრამებში, ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;
** დებიტორ/კრედიტორების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** პირველადი და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** სალაროს ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** სახელფასო უწყისების მომზადება;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა/კონტროლში მონაწილეობა.

პირობები:

** ანაზღაურება: 1800 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის #86
ვებ-გვერდი: www.bellemaison.ge
Facebook: https://www.facebook.com/pages/Belle-Maison/280969238724764?ref=hl

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@bellemaison.ge

სავალდებულოა: რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "ბუღალტერი".

გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება შედგება რამოდენიმე ეტაპად.
გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, არ ექვემდებარება განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე