მარკეტინგის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დირექტორი
მომწოდებელი: Vendoo.ge
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

პოზიციის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც მარკეტინგის გუნდთან, დეველოპერებთან და Product Owner-თან ერთად იმუშავებს საუკეთესო Web Experience-ის შექმნაზე, რომელიც იქნება amazon-ის სისტემის ანალოგიური; ამ ადამიანს მოუწევს არაერთ საინტერესო, მრავალფეროვან და კრეატიულ პროექტზე მუშაობა და ექნება შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ჩაერთოს ინოვაციური ქართული პლატფორმის შექმნაში;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის პლატფორმისა და სტრატეგიის შემუშავება ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე და თანმიმდევრული კომუნიკაცია;
** ბრენდის ღირებულებების განსაზღვრა და დანერგვა, როგორც კომპანიის შიდა, ისე გარე აქტივობებში;
** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი, კონკურენტების ანალიზი;
** კომპანიის საიტებისა და საკომუნიკაციო ვებ-გვერდების განახლება/მართვა/კონტროლი;
** ეთიკური მარკეტინგის პრინციპების ცოდნა, გუნდში დანერგვა და ყოველდღიურ საქმიანობაში განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი და ეთიკური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განსაზღვრა და კომპანიის, როგორც კორპორაციულ მოქალაქედ ჩამოყალიბება;
** მარკეტინგის გუნდში ღია, მეგობრული და თანასწორი გარემოს შექმნა;
** კომპანიის შიდა კორპორატიულ კომუნიკაციაში აქტიური ჩართულობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რამდენიმე მასშტაბური კამპანიის ლაუნჩინგისა და მენეჯმენტის გამოცდილება;
** დიდი ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
** მინიმუმ 5-კაციანი გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

კომპეტენციები:

** შემოქმედებითი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრატეგიული აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** კორპორატიული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა;

რას გთავაზობთ ჩვენ ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 29 აგვისტო, 2019 წ.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ "მარკეტინგის დირექტორი"

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე