უფროსი PHP დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი PHP დეველოპერი
მომწოდებელი: ომედია
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"ომედია" ეძებს უფროს PHP დეველოპერს.

ვის ვეძებთ:

** გამოცდილ PHP დეველოპერს, რომელიც შეუერთდება არსებულ გუნდს და იმუშავებს ძალიან საინტერესო პროექტზე.
** თუ არ ეძებ ახალ სამსახურს, მაინც შეგვეხმიანე. გავიცნოთ ერთმანეთი და, ეგებ, მომავალში ვითანამშრომლოთ.

ვინ ვართ:

** ომედია ციფრული პროდუქტების სრული ციკლის დეველოპერი კომპანიაა.
** ჩვენ ვარსებობთ 2007 წლიდან.
** ჩვენი გუნდების უმეტესობა მუშაობს ექსკლუზიურ, გრძელვადიან პროექტებზე.
** ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან მრავალ ინდუსტრიაში, ტელეკომიდან - გემთმშენებელ კომპანიებამდე.

რას გთავაზობთ:

** გრძელვადიან და გლობალური მასშტაბის პროექტებს.
** სამუშაო პროცესს მინიმალური სტრესით, დაგეგმილს Agile Scrum მეთოდოლოგიით.
** ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით, 3 000 ლარიდან თვეში.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მოქნილ სამუშაო საათებს და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.
** კომფორტულ და მშვიდ ოფისს საბურთალოზე.
** ძალიან კარგ გუნდს სამუშაოდ და ერთმანეთისგან სასწავლად.

რა დაგევალება:

** ფრონტ-ენდ დეველოპერების მიერ შექმნილი ინტერფეისის ელემენტების ინტეგრაცია.
** ეფექტიანი, ტესტებით დაფარული და მრავალჯერ გამოყენებადი PHP-მოდულების წერა.
** წარმადობის პრობლემების და არქიტექტურული გამოწვევების გადაჭრა.
** მონაცემთა შენახვის გადაწყვეტილებებთან ინტეგრაცია.
** მესამე მხარის სისტემებთან ინტეგრაციები, ვებ სერვისების გამოყენებით.

რა უნდა გაგაჩნდეს:

** PHP-ს სიღრმისეული ცოდნა.
** დიდი გამოცდილება PHP-ფრეიმვორკებთან (სასურველია Symfony ან Drupal).
** სოფტვერ-დეველოპმენტის დიზაინის და არქიტექტურული პატერნების ცოდნა.
** ფრონტ-ენდ ტექნოლოგიების მინიმუმ საბაზისო ცოდნა (JavaScript, HTML5 და CSS).
** გამოცდილება კოდის ვერსიათა მართვის სისტემებთან, როგორიცაა Git.

როგორ შეგვეხმიანო:

გამოგვიგზავნე CV მისამართზე welcome@omedia.dev (და წერილის სათაურში მიუთითე პოზიციის დასახელება).

დამატებით, შეგიძლია გამოგვიგზავნო ნებისმიერი რამ, რაც შენს უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება (საჯარო პროფილები, ნამუშევრების მაგალითები, სასიყვარულო წერილები… რაც გაგიხარდება!)

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე