საანგარიშგებო პოლიტიკის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საანგარიშგებო პოლიტიკის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის საანგარიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის საანგარიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილების ამოცანაა: ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ჩარჩოს განმტკიცება და ხარისხის კონტროლი, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საანგარიშგებო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, რეფორმების გატარება;
** კომერციული ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების არსებული საანგარიშგებო პოლიტიკის ანალიზი და მონიტორინგი;
** კომერციული ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების წლიური ფინანსური ანგარიშგებების და აუდიტორის სარეკომენდაციო წერილების ანალიზი, ხარისხის კონტროლი და რისკების შეფასება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და მათზე დაფუძნებული საზედამხედველო ფორმების დანერგვა;
** კომერციული ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების გარე აუდიტორებთან, ისევე როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა აუდიტისა და საანგარიშგებო თემებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** განყოფილების საქმიანობის გაუმჯობესება და განვითარება;
** გუნდის მიზნების განსაზღვრა;
** თანამშრომლების დებრიფინგის განხორციელება მათი მიზნებისა და გეგმების გასაგებად;
** თანამშრომლებისთვის დავალებების ნათლად ახსნა;
** თანამშრომლებისათვის დავალებების გადანაწილება;
** საქმიანობის შესრულების დაწესებული სტანდარტის დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში);
** მუშაობის გამოცდილება: საფინანსო სფეროში მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Word, MS Outlook, MS Powerpoint - კარგად
** უცხო ენები: ინგლისური ენა - B2; რუსული ენა - B1

სასურველია:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კორპორატიული ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ACCA და CFA კვალიფიკაციები ჩაითვლება უპირატესობად;
** აუდიტორულ კომპანიებში ან საფინანსო სექტორში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენციები:

** თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
** საქმიანობის დაგეგმვის, ამოცანების ეფექტიანად დელეგირებისა და მიღწეული პროგრესის მონიტორინგის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა;
** ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვა და გამოყენება;
** კონფლიქტებისა და დავების მართვა;
** დელეგირება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა.

თანამდებობრივი სარგო: 5 146 ლარი (დარიცხული)

კონკურსის ფორმა:

** გასაუბრება;
** წერითი ან/და ზეპირი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 22 აგვისტომდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საანგარიშგებო პოლიტიკისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე