საოპერაციოს მედდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციოს მედდა
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს მედდის პოზიციაზე თბილისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი (ლუბლიანას 21);
სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს (შაბათი-კვირის შემთხვევაში 24 საათიანი მორიგეობა);

ძირითადი მოვალეობები:

** საოპერაციოში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
** პაციენტის მომზადება საოპერაციო მანიპულიაციებისათვის;
** მანიპულაციის პროცესში ექიმის ასისტირება დადგენილი წესების შესაბამისად;
** პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და შესაბამისად რეაგირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ექთნის დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობაზე IV-V-VI კურსელი სტუდენტის ცნობა (შესაბამის კურსზე სწავლის დამადასტურებელი);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საოპერაციოს მედდის პოზიციაზე;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 აგვისტო, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/saoperacios-medda/278

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე