სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
კომპანია "ჩიკორი" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე. ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ 12 სახეობის ჩირს და ჩირს შოკოლადში. კომპანიას უჭირავს ლიდერი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე. 2017 წლიდან კომპანიამ გახსნა საექსპორტო ბაზრები შემდეგი მიმართულებებით: ლიეტუა, ჩეხეთი, გერმანია და ჩინეთი.

"ჩიკორის" საწარმო, შპს "ქარელის ხილი"-ს მიერ დაარსდა ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის სოფელ სამწევრისში, წარმოებისას ვიყენებთ HACCP და ISO, სტანდარტებს.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "ჩიკორის" აცხადებს ანაზღაურებად, 2 თვიან სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

სტაჟირების ორ თვიან კურსს გაივლის ორი შერჩეული აპლიკანტი, რომელთაგანაც ერთ-ერთი დასაქმდება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგული აქტივობებისთვის პროდუქტების იდენტიფიცირება
** სააქციო პროდუქტებისთვის საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო ფოტოგადაღების და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა
** ყველა საჭირო რგოლის ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 250 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 30 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrkareli@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე