დროებითი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დროებითი ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დროებითი ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშო პერიოდი: 1-დან 10 თვემდე

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ფიზიკური/იურიდიული პირების რეგისტრაცია;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის შიდა გაიდლაინებთან შესაბამისობის შემოწმება;
** დაზღვევის განაცხადების პროგრამული აღრიცხვა;
** პოლისების მომზადება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დროებითი ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 აგვისტო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე