მობილური გაყიდვების გუნდის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილური გაყიდვების გუნდის წევრი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

სს მისო "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მობილური გაყიდვების გუნდის წევრი

ადგილმდებარეობა: კახეთი (გურჯაანი, ყვარელი, წნორი, ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი)

რა არის მთავარი მოვალეობა?

** პრომო აქციებში მონაწილეობა კახეთის მასშტაბით;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება;
** ​კლიენტისათვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის შევსება და შესაბამის ფილიალში გადამისართება;
** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური გეგმის შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

მობილური გუნდი დაკომპლექტებულია 5 წევრისგან. სამუშაო არეალი მოიცავს კახეთის სხვადასხვა რეგიონს. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

ვის ვეძებთ ჩვენ?

** მოტივირებულ, აქტიურ, ინიციატივიან ახალგაზრდებს;
** მათ, ვინ არის ღია სიახლეებისა და გამოწვევებისთვის;
** არის მობილური, შეუძლია კახეთის სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული/უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პოზიციის პირობები:

** 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 200 ლარი (ხელზე) + ბონუსი ყოველი გაყიდული სესხიდან.
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 500-100

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 სექტემბერი, 2019 წელი

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბერს.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე