უმცროსი საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა - 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მისო "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: უმცროსი საკრედიტო ექსპერტი

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიდუბის, გლდანის, საბურთალოს და ვარკეთილის ფილიალები), რუსთავი, მარნეული, გორი, ქუთაისი.

ვის ვეძებთ ჩვენ?

** ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
** მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
** ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან შეთავსებით სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება;
** მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

რა იქნება მთავარი მოვალეობა?

** კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური გეგმის შესრულება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
** საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
** ახალი უნარების აღმოჩენას;
** მზარდ ფიქსირებულ და ბონუსურ ანაზღაურებას;
** სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს.

პოზიციის პირობები:

** 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** სტაჟირების შემდეგ გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;
** ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში - 250 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 375 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

დამატებითი ინფორმაცია:

მოცემულ პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 სექტემბერი, 2019 წელი

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბრისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე