სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: კრწანისი დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
დეველოპერული კომპანია "კრწანისი ვილა რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. სამშენებლო, სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** ფორმა 2ის დამზადება;
** კალენდარული გეგმა გრაფიკის დამზადება;
** პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან და საბაზრო ფასებთან;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების ანალიზი;
** ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა,
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
შესრულებული სამუშაოების მიხედვით ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა.
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები);

პროფესიული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** პროფესიული განვითარების უნარი;
** საქმის ორგანიზების უნარი;

უპირატესობად ჩაითვლება:

** გამოცდილება საინჟინრო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებაში, პროექტირებაში ან განხორციელებაში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვირეკოთ 591261111, 571760004, 599032703 ან გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@krtsanisivilla.com

2. სამუშაოთა მწარმოებელი

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი;
** აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნა - მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოება ან მოპირკეთებითი სამუშაოების წარმოების გამოცდილება.

მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა მოთხოვნილი ტექნოლოგიის და ხარისხის პარამეტრების დაცვით ;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლო მასალების და მომსახურების შესყიდვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილების მიღება;
** შესრულებული სამუშაოების აღნუსხვა და ხარჯვის ანგარიშის წარმოება;
** საქართველოს კანონმდებლობით და კომპანიის შიდა განაწესით დადგენილი მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

ტელ: 591261111; 599032703
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე