ექსპედიტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპედიტორის თანაშემწე
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეორე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - "TOP Employer 2019" - ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს - ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა).

რა უნდა გავაკეთო?

** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის პოლიტიკის, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.
** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

** განათლება - საშუალო
** მართვის მოწმობა: B კატეგორია - სავალდებულო, C კატეგორიის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა
** ა/მანქანის მართვის გამოცდილება
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა.

ანაზღაურება: 650 ლარი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 2019 წლის 25 აგვისტოსი და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე