მთავარი მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მოლარე
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მოლარის პოზიციაზე, მარნეულში.

ძირითადი მოვალეობები:

** წინა დღის შემოსავლების, გასავლების, ხარჯების კონტროლი, გადაადგილება;
** თანხის აღება და სალაროს რეგულარული შემოწმება
** ბანკში მიმავალი თანხის სისწორის კონტროლი და თანხის გაშვების ორგანიზება
** დღის ბოლოს ნაშთების გაკეთება / რეალიზაციის ნაშთების შემოწმება, მათ სისწორის უზრუნველყოფა
** დაქვემდებერებული მოლარისთვის დავალებების მიცემა, მისი შესრულებული სამუშაოს რეგულარული მონიტორინგი
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** სასურველია თურქული ან რუსული ენების ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 26 აგვისტოს ჩათვლით , შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე