გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვი-ტაკ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
შპს "ვი-ტაკ ჯორჯია" (V-TAC Georgia), რომელიც წარმოადგენს ევროპიდან საქართველოში LED განათებების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამსახურის მახასიათებლები:

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (დასვენება კვირაში ორი დღე)
** საკომპენსაციო პაკეტი: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი);
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, Internet)
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დანიშვნა, ახალი მომხმარებლების მოძიება;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა-შეთავაზება;
** შეკვეთების მიღება-დამუშავება, სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება შესრულებულ სამუშაოებსა და სამოქმედო გეგმებზე, დაგეგმარება;
** შედეგზე ორიენტირებულობა, გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: sales@v-tac.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითონ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 23 აგვისტო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო, შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე