ვიდეო მონიტორინგის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეო მონიტორინგის კამერების, მობილური კამერებს და რაციების ტექნიკური მხარდაჭერა;
** აღნიშნული ტექნიკის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში დიაგნოსტირება და პრობლემის დროულად და ეფექტურად აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;
** ვიდეო კამერების ინსტალაციის და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული მახასიათებლები:

** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 აგვისტოსი.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე