ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: City Mall Georgia
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
კომპანია "სითი მოლ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქოლ - ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:30 -19:00 შაბათი 11:00 -18:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს ვებ გვერდიდან შემოსულ შეტყობინებებზე დროულ და სრულყოფილ კომუნიკაციას;
** პასუხისმგებელია, ყველა დაფიქსირებული შეტყობინების პასუხზე;
** უზრუნველყოფს მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციას ონლაინ პროდუქტების შეძენის მიმართულებით;
** ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებელთან წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR.citymallgeorgia@gmail.com და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე